გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
22-03-2024
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.
მსოფლიო ღონისძიებას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ.
სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პოსტერები და ნახატები შექმნეს. აქტივობას მასწავლებელი ნარგიზ საგინაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ესაუბრა და მათთან ერთად სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრია. ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს