
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.
ღონისძიებას საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა და დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, შეურთდნენ ჭრელი წინდების კამპანიას, დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები: