ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
22-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათი წახალისების მიზნით, არაერთ ღონისძიებას მართავენ. 

ახლახან, სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც გრაფიკული, ისე ფერწერული ნამუშევრები.           

დამთვალიერებლები მოსწავლეთა შემოქმედებითობით მოიხიბლნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი ნახატების შექმნა ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას და შთაბეჭდილებების ნათლად წარმოჩენას. 

ნორჩმა მხატვრებმა ისაუბრეს თუ რა განწყობაა ჩადებული თითოეულ ნამუშევარში და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203