უჩხოს საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა
22-03-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას მეექვსე და მეშვიდე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო სოლომონიძის ხელმძღვანელობით, შეუერთდნენ. მოეწყო შემეცნებითი საუბარი.

პედაგოგი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ესაუბრა და მათთან ერთად სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრია. ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და აღნიშნული ლოზუნგით პლაკატები დაამზადეს. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203