„ქალთა უფლებების დაცვა და ადვოკატირების ინსტრუმენტები“ - წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ვორქშოპში მონაწილეობდნენ
22-03-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

10 მარტს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ია ირემაშვილი მოსწავლეებთან - ნია ქეშელაშვილთან და ელენე ხუტაშვილთან ერთად მონაწილეობდა სასწავლო ვერქშოფში - „ქალთა უფლებების დაცვა და ადვოკატირების ინსტრუმენტები“.

ვორქშოპი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალი და განვითარება“ ტრენერის - ლანა ლაგვილავასა და პროექტის დირექტორ ფატი ბუხრიკიძის ხელმძღვანელობით.

ტრენინგი მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

დასასრულს მოსწავლეებს და მასწავლებელს სასწავლო ვორქშოფში მონაწილეობისთვის გადაეცათ სერტიფიკატები. მათ გადაეცათ ასევე საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც შემდეგ გაზიარდა  სასკოლო საზოგადოებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203