მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები საკლასო ოთახში გამოიფინა 
22-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელოვნების მასწავლებლის ალლა ოსიძის ხელმძღვანელობით, ქართული სექტორის დაწყებითი და საბაზო კლასების ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერადაც, მოსწავლეებმა საინტერესო შემოქმედებითი ნამუშევრები დაამზადეს, შემდეგ კი კლასში წარადგინეს და პრეზენტაცია გამართეს. მათ დრო ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გაატარეს. 

„ისინი თავიანთ შესაძლებლობებს ყოველთვის ავლენენ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203