ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს
28-05-2018
კასპის, ახალციხის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა მშობლიური ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს. იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და თეატრალური წარმოდგენა დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლამაზი ღონისძიება გამოვიდა, მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა შეძლეს.