ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ბადრი ბოჭორიშვილმა კუნგ-ფუში, ევრაზიის პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა
22-03-2024
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა სახის კონკურსსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, VIIIა კლასის მოსწავლე ბადრი ბოჭორიშვილმა, თბილისში გამართულ „ევრაზიის პირველობაზე კუნგ-ფუში“ წარმატებით იასპარეზა. მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა და 40 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა.
ბადრი ბოჭორიშვილი შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.
„ვულოცავთ, სკოლის სახელით, ბადრის ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მისი წარმატებით ამყობენ.
მოსწავლის მწვრთნელი ოლეგ ფანჩულიძე გახლავთ, ხოლო დამრიგებელი ცირა კუბლაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს