ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში დაწყებითი კლასებისა და მე-7 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ ამ დღისა და ზოგადად, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, დღის სიმბოლო - ფერადი წინდები მოირგეს და გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გააჟღერეს.
ღონისძიება შემდეგი მასწავლებლების ჩართულობით განხორციელდა - I კლასის დამრიგებელი - ნათია კაპანაძე, მე-2 კლასის დამრიგებელი - ლელა მჭედლიძე, მე-3 კლასის დამრიგებელი - ციცინო ნოზაძე, მე-4 კლასის დამრიგებელი - ეკატერინე თედეშვილი, მე-6 კლასის დამრიგებელი - მერი ლობჟანიძე, მე-7 კლასის დამრიგებელი - მაია რიჟამაძე. აღსანიშნავია, რომ ისინი მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: