ცერონისის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
22-03-2024
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საკითხზე, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, არაერთი აქტივობა იმართება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში დამრიგებლებისა და საგნების მასწავლებლების ერთსულოვანი ჩართულობით, თემატური ღონისძიება მოეწყო. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ თემატური ნამუშევრები შეასრულეს, ამ დღის მნიშვნელობასა და ზოგადად, დაუნის სინდრომზე ისაუბრეს. 

ღონისძიება საინტერესო, ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203