ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის - რეზო ბარჯაძის სპორტული წარმატება
22-03-2024
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სპორტს აქტიურად მისდევენ.
ერთ-ერთი მათგანი მეცხრე კლასის მოსწავლე რეზო ბარჯაძეა. ის ფეხბურთს ჭიათურის საფეხბურთო სკოლაში ეუფლებოდა. მისი წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მოსწავლე თბილისის საფეხბურთო გუნდ „გრანდში“ მიიწვიეს.
აღსანიშნავია, რომ რეზო ბარჯაძე ჭიათურის U-15, U-16- ში დაცვის პოზიციაზე თამაშობდა.
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლის მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„მოსწავლეებს წარმატებები აქვთ რესპუბლიკური მასშტაბით. სკოლა რეზო ბარჯაძეს წარმატებას ულოცავს, უსურვებს წინსვლას და დიდ სპორტულ მომავალს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია