ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლე ლუკა მიქაუტიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა
22-03-2024
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები სხვადასხვა სახის შეჯიბრსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი აქტიურად მისდევენ სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს და მათ წარმატებები აქვთ რესპუბლიკური მასშტაბით.

ამჯერად, სკოლაში ლუკა მიქაუტიძის მიღწევით ამაყობენ. ის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (68 კგ) U15 საქართველოს ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

მან ღირსეულად იასპარეზა, სპორტული შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინა და შესაბამის შედეგსაც მიაღწია. სასკოლო საზოგადოება ლუკა მიქაუტიძეს ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203