
ასპინძის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, ანანო გელიაშვილი და მარიამ დევნოსაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ გამოცხადებულ, მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა თემა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები და მათი ჩართულობა საზოგადოებაში, კერძოდ დაბა ასპინძაში“, სექციაში მედია და მას. კომუნიკაცია წარმოადგინეს.
თემის ხელმძღვანელი, ასპინძის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დიანა ბერიძე იყო.
მოსწავლეები ჟიურის გადაწყვეტილებით (ჟიურის წევრებს შორის გახლდნენ ცნობილი ტელეწამყვანები: ნინო დარასელი და თამთა სანიკიძე) პირველი ხარისხის დიპლომების მფლობელები გახდნენ.
იხილეთ ფოტოები