
დღეს, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.
დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის ლალისყურის სასწავლო კორპუსის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ.
აქტივობებს ჰქონდა საგანმანათლებლო ხასიათი და სინდრომის შესახებ არსებული მითების მსხვრევას ემსახურებოდა.
მოსწავლეებმა პლაკატები და კედლის გაზეთები დაამზადეს და ისაუბრეს, თუ რას გულისხმობს დაუნის სინდრომი.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები: