„ანონიმური ყუთი“ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ჩხაკოურის საჯარო სკოლაში 
21-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ საგნებს, არამედ როგორც საკუთარი ისე სხვათა უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. 

სკოლაში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მშობლები, რომლებიც ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობას „ანონიმური ყუთი“ შეუერთდნენ.

შეხვედრა იყო საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო. 

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების თითოეულ მონაწილეს. 

ღონისძიებას ორგანიზება - ნათელა ირემაძემ, მაკა გიორგაძემ, ლია ბერიძემ და საბა ბერიძემ გაუწიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203