დაბა მესტიის N3 სკოლის მოსწავლეებმა, STEM პროექტის ფარგლებში, ქაღალდის შექმნის სხვადასხვა ტექნიკა შეისწავლეს
21-03-2024
„როგორც ვიცით STEAM-აქტივობები მოსწავლეს უვითარებს მეწარმეობის კომპეტენციებსა და წარმოსახვის, ინტერპრეტირების უნარს“,- აღნიშნავენ დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ და 21-ე საუკუნის კომპეტენციებს უვითარებენ.

ახლახან, დაწყებით საფეხურზე განხორციელდა საინტერესო STEM პროექტი სახელწოდებით - „ქაღალდის შექმნა“.

მოსწავლეებმა გაიაზრეს ქაღალდის შექმნისა და გადამუშავების სტრატეგიები - თუ რა არის ქაღალდის დამზადების ძირითადი ტექნიკა, რა მასალებს იყენებენ ყველაზე ხშირად გადამუშავებული ქაღალდის დასამზადებლად. ასევე შეიტყვეს თუ რა სხვა მასალა შეიძლება გამოვიყენოთ ქაღალდის დასამზადებლად. 

პროექტში მე-3 მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათთვის STEM პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა და ქაღალდის შექმნის სხვადასხვა ტექნიკა ხალისით ისწავლეს. 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ეთერი გვარლიანი და ეკა ნაკანი.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203