ახალშენის N1 საჯარო სკოლაში დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს კვირეული მიუძღვნეს
28-05-2018
ახალშენის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს კვირეული მიუძღვნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა.
სკოლის ბიბლიოთეკაში მკითხველთა კონფერენცია მოეწყო, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას მიეძღვნა.
კვირეულის მსვლელობისას განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს მე-4, მე-5, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა.
კვირეული ისტორიის კლუბის ღონისძიებამ შეაჯამა. ისტორიის კლუბს ისტორიის პედაგოგი ფერიდე ოქრაძე ხელმძღვანელობს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს