გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
21-03-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.  

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოეწყო ღონისძიება.

საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებმა ყვავილნარისთვის შეიძინეს ფერადი ფურისულა ყვავილები, რომლებიც მოსწავლეებმა დარგეს სკოლის ეზოში, ასევე ბავშვებმა დაამზადეს თემატური პლაკატები და შესაბამისი ნახატებით აღნიშნეს გარემოსდაცვითი დღესასწაული.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203