წეროვნის N2 საჯარო სკოლის უცხოური ენის მასწავლებელი ირმა მესხორაძე საგანმანათლებლო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა 
21-03-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ, პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული წეროვნის N2 საჯარო სკოლის უცხოური (ინგლისური) ენის მასწავლებელი ირმა მესხორაძე, რომელიც საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, მილანის საჯარო სკოლაში - Galileo Galilei. იტალიურ სკოლაში ის შეხვდა სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, დაესწრო გაკვეთილებს, რომლებიც მიმდინარეობდა რესურსებით დატვირთულ საკლასო ოთახებში, ასევე მოინახულა სკოლის ბიბლიოთეკა, თეატრი, სკოლის მუსიკის ცენტრი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლაში განსაკუთრებული მიდგომაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ასევე სსსმ მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტია ყველა პედაგოგისთვის.

მასწავლებელი დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას, სხვა ქართველ პედაგოგებთან ერთად, და წარადგინა საინტერესო თემა - „ინკლუზიური განათლება სკოლაში“.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203