საგარეჯოს №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში შეხვედრა მოუწყვეს
28-05-2018
საბიბლიოთეკო კვირეულთან დაკავშირებით საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ საგარეჯოს №3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა მოაწყო.
ბიბლიოთეკარმა ვერიკო კერატიშვილმა ბავშვებს ჩაუტარა ლექცია თემაზე - „სულხან-საბა ორბელიანის ბავშვობა, ცხოვრება და მოღვაწეობა“.
მოსწავლეებთან შეხვედრების მიზანი გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებისა და შემოქმედების გაცნობა გახლავთ.