წყალტუბოს N1 სკოლის V კლასის მოსწავლეებს, პოეზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ბიბლიოთეკაში შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
21-03-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განათლების ხარისხზე აისახება. 

დღეს სკოლაში მსოფლიო პოეზიის დღე აღინიშნა. 

Vკლასის ჩართულობით (კლასის ხელმძღვანელი: ქეთევან ჯიქია) საინტერესო და შთამბეჭდავი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ჩატარდა ქალაქ წყალტუბოს საქალაქო საბავშვო ბიბლიოთეკაში, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო პოეზიის დღეს.

გაკვეთილს, რომელსაც წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა ხელმძღვანელობდა, შთამბეჭდავად წარიმართა. 

მოსწავლეებმა ჯიქსოუს მეთოდით, გამომეტყველებითი კითხვით წარმოადგინეს აუდიტორიის წინაშე წყალტუბოს საპატიო მოქალაქის, გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქტორის მურთაზ კანკაძის ლექსები და პოეტის წიგნის „შემოდგომის ფოთოლცვენა“ განიხილეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203