ქსოვრისის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა
21-03-2024
დღეს, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.
დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა შეუერთდა.
სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარის - ნინო ბერიძის და სპეცმასწავლებლის მედეა საბაშვილის ინიციატივით, საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა, რაც ბავშვების ცნობიერების ამაღლებას და ცოდნის გამდირებას ისახავდა მიზნად.
ბავშვები დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ, მოაწყვეს პრეზენტაცია, შექმნეს ნახატები და გამოფენა მოაწყეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს