აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
21-03-2024

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდმივად სწავლაზე არიან ორიენტირებულნი და ცოდნის ტაძარში საფუძვლიან ცოდნასაც იღებენ, თუმცა იმავდროულად, პროფესიონალი პედაგოგები, თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებში გააღვივონ ყველა ის უნარი, რომელიც მათ საბოლოოდ ღირსეულ ადამიანებად ჩამოაყალიბებს.

დიახ, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იციან, რომ ყველა ბავშვი თანასწორია, კაცთმოყვარეობა სიკეთის საფუძველია და კიდევ ის, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდა აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა - ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს პოსტერები, დაამზადეს სამაჯურები და კიდევ ერთხელ, ხმამაღლა განაცხადეს იმის შესახებ, რომ ყველა ბავშვი თანასწორია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203