ფოთის N7 საჯარო სკოლაში მათემატიკური დღესასწაული მოეწყო
21-03-2024
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მათემატიკური დღესასწაული მოეწყო.
„მათემატიკის საერთაშორისო დღეს, π-ის დღეს მიეძღვნა მათემატიკის ლაბორატორიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის ფარგლებში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინეს აუდიტორიას.
მოსწავლეებმა მასწავლებლებსა და მათივე თანატოლებს გაააცნეს მათემატიკოსთა ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, სახალისო მათემატიკის მაგალითები და მათემატიკის როგორც მეცნიერებაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ფაქტები.
აქვე გთავაზობთ π-ის განმარტებას: რიცხვში π პირველი სამი ციფრია 3,1 და 4 (მესამე თვის 14 რიცხვი). 2009 წელს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ეს დღესასწაული მთელ აშშ-ში აღნიშნეს. პირველად პის დღე ლარი შოუმ შექმნა 1989 წელს და ეს დღესასწაული აღინიშნა სან-ფრანცისკოში. 22/7 უფრო ახლოს არის პი რიცხვთან, ვიდრე 3,14, ამიტომ პი დღეს 22 ივლისსაც აღნიშნავენ. არსებობს პის წუთებიც. მაგალითად, 14 მარტს დილის 1:59 საათზე ან ღამის 1:59 საათზე. აგრეთვე არსებობს პის წამები: მაგალითად, 14 მარტს დილის 1:59:26 საათზე ან ღამის 1:59:26 საათზე. 2015 წელს იქნება პი წელი, რადგან 3,14-ის მომდევნო 2 ციფრია 15.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს