ორჯის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა ვარძიის ციხე-ქალაქს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
21-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მე-9 კლასში შემეცნებითი და ინფორმაციული ხასიათის პრეზენტაცია გაიმართა. 

მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მოამზადეს პრეზენტაცია ჯავახეთის ისტორიული ადგილის, ვარძიის შესახებ.

მოსწავლეებმა ამომწურავად ისაუბრეს აღნიშნული კუთხისა და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის შესახებ, მოიძიეს მათთვის უცნობი და საინტერესო ინფორმაციები და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა, მონდომებით და ხალისით გააკეთეს პრეზენტაცია, რომლესაც მე-8 კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, ნამუშევარმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ენის მასწავლებელმა-  ვენერა არევიანმა, მოსწავლეების ნაშრომი დადებითად შეაფასა და მათ მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203