
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეები შეუერთდნენ მოწოდებას: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს და ნუ დაითვლით თქვენც“.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ამ დღის დაარსების შესახებ ისაუბრეს, გაიაზრეს მისი მნიშვნელობა, ისაუბრეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტიგმებსა თუ სტერეოტიპებზე. თემის ირგვლივ მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
„გვიყვარდეს ერთმანეთი, ვისწავლოთ ერთმანეთის უპირობოდ მიღება, ნუ დავჩაგრავთ იმიტომ რომ განსხვავებულია - მიმიღე, გამიგე, შემიყვარე“, - ეს მოწოდებები კი, ლაიტ-მოტივად გასდევდა ღონისძიებას.
სკოლაში, ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებსა და სპეცმასწავლებელს მადლობას უხდიან საინტერესო ღონისძებისთვის და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: