
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების განწყობის ამაღლებისა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით, არაერთ საინტერესო ღონისძება ეწყობა.
მათ შორის აღსანიშნავია, ღონისძიება - „დიდება ქალს, დედას მშენებელს!“, რომელიც დედის დღესა და 8 მარტს მიეძღვნა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ დღესასწაულებს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან და გამონაკლისი არც მანიაკეთის საჯარო სკოლა ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში, I-XII კლასის მოსწავლეები, დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ღონისძიების დასასრულს კი, დღესასწაულები დედებსა და პედაგოგ ქალბატონებს მიულოცეს დირექტორმა, რომან საგინაძემ და მასწავლებლებმა: ლ. ხოზრევანაძემ, რ. ძირკვაძემ, თ. საგინაძემ და ს. საგინაძემ.
დირექტორმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.
იხილეთ ფოტოები: