სამმაგი დატვირთვის​ შემეცნებითი ღონისძიება პტენის საჯარო სკოლაში
22-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში, დაუნის სინდრომისტყის და პოეზიის საერთაშორისო დღე ერთად აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ თემებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებ შემდგომ პრეზენტაციები მოამზადეს.

მათ ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. 

აქტივობებში ისინი დიდი მონდოემბით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეზენტაციები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203