ქუთაისის N16 სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო ღონისძიებას მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა
21-03-2024

ქუთაისის N16 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა: ელენე მჭედლიძემ, მაია სიხარულიძემ, ლანა კილაძემ, ხელოვნების  მასწავლებელმა: მაია ფხაკაძემ და სპეციალურმა მასწავლებელმა მაგდა რაზმაძემ, მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია ჩაუტარეს. 

მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ. მათ დაამზადეს პლაკატები, გამოჭრეს, გააფერადეს ფერადი წინდები, ხელები და თანადგომა გამოუცხადეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს.

აქტივობების მეშვეობით ბავშვებმა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყვეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203