„ყველა სიკეთის დედა ქალია, ქალი სიცოცხლის საწინდარია“ - ლიტერატურული საღამო ქვილიშორის საჯარო სკოლაში
21-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები იმართება.

მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო.

„ყველა სიკეთის დედა ქალია, ქალი სიცოცხლის საწინდარია“ - ამ სახელწოდებით ჩატარდა ლიტერატურული საღამო, ქვილიშორის საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობდნენ III კლასის მოსწავლეები. კლასის ხელმძღვანელი ნათია ფაჩუაშვილი გახლავთ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბავშვებმა საყვარელ დედიკოებსა და მასწავლებლებს ლამაზი სიტყვებით, ლექსებით მიულოცეს დედის დღე და მათ ყველაფერი საუკეთესო უსურვეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქიტოვობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203