პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ 
22-03-2024

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. 

დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მასშტაბურ კამპანიას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა. 

პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად, დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203