საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-5 კლასელთა კოსტიუმირებული სანახაობა და სცენაზე გაცოცხლებული ტრადიცია
21-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-5 კლასელებმა გამართეს მინი სპექტაკლი „მასლენიცა“.

ღონისძიება წარიმართა მხიარულ, გარემოში, მუსიკალური აკომპანიმენტებით.

კულინარიული „შედევრებით“ გამშვენიერებული აღმოსავლეთ სლავური რელიგიური და ხალხური დღესასწაული ზამთრის დასასრულსა და გაზაფხულის დაწყებას უკავშირდება. ეს ტრადიცია მოსწავლეებმა ჟივილ-ხივილით, კოსტიუმირებული სანახაობით გააცოცხლეს.

ღონისძიების ორგანიზატორმა ემილია ჭუჭულაშვილმა შესაძლებელი გახადა ეს აქტივობა დასამახსოვრებელი ყოფილიყო თითოეული მოსწავლისათვის.

სკოლის ტრადიციებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა საინფორმაციო ეპოქაში უფრო მარტივი გახდეს, მოსწავლეთა მიერ, მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და დახარისხების უნარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203