
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში, კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ახლახან, სკოლაში საინტერესო ლიტერატურული კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაზე, მოსწავლეებმა აირჩიეს მათ მიერ წაკითხული წიგნებიდან მათთვის საყვარელი ნაწარმოებები, მოამზადეს პრეზენტაციები და წარადგინეს მიწვეული ჟიურისა და სასკოლო აუდიტორიის წინაშე.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი დიდი გამოცდილება იქნება მოსწავლეები ცხოვრებაში.
სკოლაში, კონფერენციაში ჩართულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა თუ მიწვეულ სტუმრებს დიდი მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ.
„მადლობა ასლი ვერძაძეს, ლია შაინიძეს, თამილა ნაკაშიძეს, ეთერი ტაკიძეს, მაყვალა ანანიძეს, ნაზიბროლა ხახუტაიშვილს - მრავალი წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენთვის...“, - აღნიშნავს მასწავლებელი ვიოლა ხარაბაძე.
იხილეთ ფოტოები: