დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კონკურსის ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
22-03-2024
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ასეთი მოსწავლეები არიან ანასტასია ჩართოლანი და სალომე ჯაფარიძე, რომლებმაც კონკურსის - „იქნებ ვაზია სამშობლო“ ფარგლებში საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს.

ანასტასია ჩართოლანმა ნახატი მოამზადა და პლასტელინზე იმუშავა, ხოლო სალომე ჯაფარიძემ ნახატი და კალიგრაფიული ნამუშევარი შექმნა. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის შესაფერისი გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203