დაბა მესტიის N1 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ორი საგნის ინტეგრირებული კომპლექსური დავალება და ფერადი ნამუშევრები
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, მნიშვნელოვანი და მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
დაწყებით კლასში ქართული ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირებული კომპლექსური დავალება შესრულდა, რომლის თემაც „შემოდგომა“ იყო.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით, ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ. მათ წელიწადის ოქროსფერ სეზონსა და მის თავისებურებებზე ისაუბრეს, მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ კლასში შემოდგომის ნობათიც იყო წარმოდგენილი, რაც გარემოს მეტად ამრავალფეროვენებდა.
იხილეთ ფოტოები: