„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“- დაბა მესტიის N1 სკოლის მე-3 კლასელი გარემოს დაცვის სადარაჯოზე
22-03-2024
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

მათ პროფესიონალი პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მე-3 კლასში, სადაც არაერთი ღონისძიება ხორციელდება. მათ შორის, მოსწავლემ მნიშვნელოვან თემაზე - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ ისაუბრა. მან ჩვენი პლანეტა აღწერა, თემატური ნამუშევრის გამოყენებით, პრეზენტაცია გამართა და ცოდნა გამოავლინა. 

მესამეკლასელმა საკუთარი აზრი წარმატებით ჩამოაყალიბა და ამომწურავად ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203