ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა საქმიანობას გაეცნენ
21-03-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეეები, რომელთა დამრიგებელი მაია გაბაიძე გახლავთ, კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრნენ.

მოზარდები ეზიარნენ და გაეცნენ პროფესიებს, საქმიანობებს, რომლებსაც შრომით ბაზარზე დიდი მოთხოვნა აქვს (კულინარია, საკონდიტრო სპეციალობა, ელექტროობა, კერვა, ქარგვა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და გიდის სპეციალობა). 

ბავშვები პროფესიონალი კონდიტრებისა და შეფმზარეულების დახმარებით გემრიელი კერძებისა და ტკბილეულის მომზადებაში მონაწილეობდნენ, რასაც როგორც გვიყვებიან, მოჰყვა ამ უგემრიელესი კერძების დაგემოვნებაც.

აქტივობებმა მათ განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.

სკოლაში კოლეჯის ხელმძღვანელობას თბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კოლეჯ „ბლექსის“ ხელმძღვანელობას და მის გუნდს, რა თქმა უნდა, ქალბატონ ნინოს თბილი მიღებისა და ორგანიზებისათვის.

ვიმედოვნებ, რომ ასეთი ღონისძიებები ჩვენს მოსწავლეებს გაუადვილებს პროფესიების სწორად არჩევას“, - აღნიშნავს დამრიგებელი მაია გაბაიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203