ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებაზე
21-03-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი დმანისში ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, სადაც მკლავჭიდის კონკურსში წარმატებით იასპარეზეს.

კონკურსში, მოსწავლემ - მედეა ბეჟანიშვილმა მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა, ბარბარე ყულიაშვილი კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

სკოლის დირექტორი გეგი აბრამიშვილი მოსწავლეებს ამ წარმატებას ულოცავს და მათ კიდევ ბევრ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203