ბავრის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღეს საინტერესო ვიქტორინა მიეძღვნა
21-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე საინტერესო ინიციატივით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მათემატიკის მასწავლებლები: ჰაიკუშ კაზარიანი, სარან კარსლიანი და კარინე გაბრიელიანი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საბაზო კლასის მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოავლინეს, აიმაღლეს ცნობიერება π რიცხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეცნენ მისი დაარსების ისტორიას და გაიაზრეს მისი არსი. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს აფასებდნენ ჟიურის წევრები, რომლებიც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203