სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში ყველაზე ჭკვიანი პირველკლასელები გამოვლინდნენ
28-05-2018
სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში საკონკურსო აქტივობა „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა.
კონკურსში პირველი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„კონკურსი მოსწავლეების ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ცოდნისადმი მათი ინტერესის გაღვივებას მიეძღვნა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
კონკურსში პირველი კლასის მოსწავლეებმა: გიორგი კუპრავამ, ლანა ბურკაძემ, თეკლა ცაგარეიშვილმა, ქეთი კობახიძემ და თამუნა მელქაძემ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის გამოყენებით საუკეთესო ხუთეულში დაიკავეს ადგილები და „ყველაზე ჭკვიანის“ ტიტული მიიღეს.