
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყაზბეგის უბნის სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, 21 მარტს, პედაგოგის მარიკა დიდიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ღონისძიებაზე, ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს, მოამზადეს არაჩვეულებრივი თემატური ნამუშევრები და მთავარი სათქმელი გააჟღერეს.
შემეცნებითი ღონისძიებაც, მიზნად დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან და იმაღლებენ ცნობიერებას.
იხილეთ ფოტოები: