ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და  პედაგოგების მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიება გაიმართა
21-03-2024

ქალაქ ახალციხის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ განათლების მაღალ ხარისხთან ერთად მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემოქმედებითადაც აქტიური იყოს. რადგან არაფორმალური განათლება მოსწავლეების მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, სკოლაში აქტიურად აღინიშნება სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი დღეები. ამჯერად ახალციხის N7 სკოლაში მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს თემატური ღონისძიება. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებისა და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის ემოციური და სანახაობრივი გამოდგა დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო. 

„მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად სხვადასხვა აქტივობები შეასრულეს: იმღერეს, წაიკითხეს ლექსები, ანდაზები. თავიანთი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათები გადასცეს პედაგოგებს. შექმნეს კედლის ბანერი, სადაც თავიანთ ფოტოებთან ერთად მშობლის სურათები გააკრეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203