„დატკბით საოცარი გოგონას კალიგრაფიით“- ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგი მეორეკლასელი ბარბარე ქურცაძის მიღწევებით ამაყობს და მის ნამუშევარს გვიზიარებს
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
იქ ნიჭიერი, შრომისმოყვარე, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო პროცესში ყოველთვის ხალისით ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი მე-2 კლასის მოსწავლე ბარბარე ქურცაძეა, რომელსაც არაჩვეულებრივი კალიგრაფია აქვს. ამჯერად, მოსწავლემ გელა დაიაურის ლექსი გადაწერა.
მისი პედაგოგი ცირა მურჯიკნელია, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
„დატკბით საოცარი გოგონას კალიგრაფიით“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ნიჭსა და შესაძლებლობებს ყოველთვის ახალისებენ.
იხილეთ ფოტო: