საქართველოში ქალთა უფლებების თემაზე გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა
21-03-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას. პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით მოსწავლეებს სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბონ და ღირსეულ პიროვნებებად აღზარდონ, რომლებიც დააფასებენ ადამიანებს განურჩევლად მათი სქესის, რელიგიის, ეროვნებისა და სხვა ნიშნებისა.

ამჯერად საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ქალთა უფლებები თანამედროვე  საქართველოში.

„ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11, კლასების მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. კონფერენციას ჰქონდა შემეცნებით-ინფორმაციული, ასევე სასწავლო აღმზრდელობითი ხასიათი. მადლობა ისტორიის მასწავლებელს - ჯიმშერ (შმაგი) კაპააძეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203