ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლის ნამუშევრებმა საზოგადოება აღაფრთოვანა - გამოფენა თერჯოლის სამხატვრო სკოლაში მოეწყო
21-03-2024
გურამ ქარქაშაძის სახელობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ღვანკითის საჯარო სკოლაში, მასწავლებები და დირექცია მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ გარდა საგნობრივი ცოდნისა, მასწავლებლები წარმოაჩენენ ბავშვების ძლიერ მხარეებს და იმასაც წარმატებით ახერხებენ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებს განვითარების არეალს საზღვრები შემოაცალონ.

ამჯერად, გვინდა გაგაცნოთ გივი წაქაძე, ღვანკითის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი, რომლის ნამუშევრების გამოფენაც თერჯოლის სამხატვრო სკოლაში მოეწყო და რომლის ნამუშევრებმაც დამსწრე საზოგადოება არაფრთოვანა.

„ყოველმხრივ ნიჭიერი, ინტერესიანი და მოტივირებული ახალგაზრდა გივი წაქაძე მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. გივი მალე სკოლას დაამთავრებს, ის არქიტექტურის სფეროში აპირებს კარიერის გაგრძელებას. მანამდე კი, ისიამოვნეთ მისი ნამუშევრით.
წარმატებები გივიკოს მომავალ პროფესიაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203