დიდი ჭყონის N1 სკოლის მენტორი მასწავლებელი მზევინარ ჩუბინიძე მოსწავლეებს გამრავლების ტაბულას საინტერესო და სახალისო სასწავლო რესურსებით ასწავლის
22-03-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

მათ შორის არის მენტორი მასწავლებელი მზევინარ ჩუბინიძე, რომელიც მოსწავლეებისთვის გამარავლების ტაბულის შესასწავლად, გაკვეთილზე powerpoint-ში მის შექმნილ ელექტრონულ რესურსებსა და სამაგიდო თამაშებს იყენებს. 

როგორც სკოლაშო გვიყვებიან, მოსწავლეებში სამაგიდო თამაშმა - „ვინ მივა ფინიშთან პირველი“ დიდი აღტაცება და მოწონება დაიმსახურა. ისინი საგაკვეთილო პროცესში ხალისით ჩაერთნენ და ცოდნა გაიღრმავეს. 

„გამრავლების ტაბულის სწავლა მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამ საკითხის სწავლების პროცესი სასიამოვნო და პოზიტიური რომ იყოს, საჭიროა მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203