„მარტის თვეა - დედის დღეა“... - გურძემის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარეს
21-03-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგებისა და დირექციის ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაში და ცდილობენ, ტრადიციულ დღესასწაულებს, საკუთარი შემოქმედებითი უნარებით, განსაკუთრებული ელფერი შესძინონ. 

ახლახან გურძემის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლის - ნანა შულაიასა და ირინოლა ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, ჩატარდა დედის დღისა და რვა მარტის დღესასწაულისადმი მიძღვნილი  ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ემოციური ფრაზა - „მარტის თვეა - დედის დღეა“ - რომელიც სკოლის კედელსაც ამშვენებდა და ყველას განსაკუთრებული სითბო ჩაუღვარა გულში.

აქტივობამ მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ დღეს გურძემის საჯარო სკოლაში, თითოეული ნივთი დედაშვილობის სიყვარულით იყო გაჟღენთილი და გაზაფხულზე გაღვიძებული ბუნებაც თითქოს მხოლოდ ერთ ფრაზას ჩურჩულებდა: „მარტის თვეა - დედის დღეა“...



 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203