მცხეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს
28-05-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებმა: თამარ გელიშვილმა, მაია თორდინავამ და ქეთევან ჭავჭავაძემ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის - G- PriEd - ის ფარგლებში, მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.
მათ საკუთარი გამოცდილება ლისის, საგურამოსა და ბიწმედნის პედაგოგებს გაუზიარეს. მასწავლებელთა თქმით, პროექტი მრავალფეროვანი და ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით, დაწყებით კლასებში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას ემსახურება.