ოთის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა
21-03-2024
ასპინძის მუნიციპალიტეტის, ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, თემატურ ღონისძიებებს დიდი ენთუზაიზმით ატარებენ.
ოთის საჯარო სკოლაში კვირეული მიეძღვნა დედის დღეს, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ ბაშვებმა საკუთრი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები, შექმნეს ვიდეოკოლაჟი, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ჩანახატები, შეავსეს კითხვარი და დამზადეს ინტერიერისთვის საჭირო რესურსი.
კვირეული შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა და როგორც ოთის სკოლაში გვიამბობენ, აქტივობებში ჩართულები იყვნენ მოსწავლეთა დედები, რის შემდეგაც მათ გამოთქვეს მზაობა, რომ სხვა ღონისძიებებშიც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს