„ლამაზები, გამარჯვებულები, წარმატებულები“ - მესტიის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ვიქტორინა მოეწყო
21-03-2024
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრების საინტერესო ინიციატივებით გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, პირველ კლასში გაიმართა სახალისო ვიქტორინა, ნინო მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ აქტივობაში და თავიანთი უნარები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებისთვის, დღე საკმაოდ საინტერესო, ინფორმაციული და ხალისიანი იყო. 

„პირველი ნაბიჯები ნინო მასწავლებელთან ერთად. ლამაზები, გამარჯვებულები, წარმატებულები და რაც მთავარია სიყვარულით სავსე ჩვენი მომავალი თაობა...“, - ასე ახასიათებენ სკოლაში პატარებს და მათ წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203